Error
რუბრიკები
დასავლეთ საქართველოში 14 მარტიდან გამოიდარებს
საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში წვიმიანი და ცვალებადი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იწვიმებს. მაღალმთაში ღამით მოთოვს; კერძოდ, მესტიაში, გუდაურში, ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში. 14 მარტამდე, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით 2-7 გრადუსი იქნება; დღისით კი 5-10 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 1-6, ხოლო დღისით 8-13 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს დღის ბოლოს ქარია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისში. წვიმიანი და ქარიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოშიც 14 მარტამდე შენარჩუნდება. თბილისში ხვალ ქარი შედარებით გაძლიერდება და 20-25 მეტრი წამშიც იქნება. 14 მარტიდან 17 მარტამდე საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდეც აიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 15 გრადუსამდე იქნება. 17 მარტის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი ისევ შეიცვლება და იწვიმებს.
Print