ზუგდიდში პრემიერთან შეხვედრა მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით იყო შესაძლებელი (ვიდეო)
21:58 / 02.04.2014
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში პრემიერ-მინისტრი შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრას 250-მდე ადამიანი ეწრებოდა. მათი უმრავლესობა საჯარო მოხელეები, სოფლის რწმუნებულები, სკოლის პედაგოგები, ექიმები , საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლები იყვნენ. პრემიერთან შეხვედრა მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიით და პირადობის მოწმობის წარდგენით იყო შესაძლებელი. „პრემიერთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ შემიშვეს, სიაში არ ხარო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ - ვიტალი დარასელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა რეგიონების ტურნე სამეგრელოთი დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები