Error
რუბრიკები
გამომცხვარი ვაშლი ჩირეულით
ინგრედიენტები: ვაშლი 4 გარგრის ჩირი 50 გ ქიშმიში 3 ს.კ ნიგოზი 50 გ დარიჩინის ჩხირი 4 შაქარი 4 ს.კ კარაქი 4 ს.კ ფორთოხლის წვენი 100 მლ მომზადების წესი: ვაშლს ამოაცალეთ გული, ისე რომ ძირი არ დაუზიანოთ. დაჭერით გარგრის ჩირი და ნიგოზი, დაამატეთ ქიშმიში, შაქარი, გამდნარი კარაქი და გაანაწილეთ 4 ვაშლზე. ჩაუდეთ დარიჩინის ჩხირიც. გადაიტანეთ ფორმაში და მოასხით ფორთოხლის წვენი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით დაახლოებით 30 წუთი, სანამ დარბილდება, თან ხშირად ასხით ზემოდან ფორთოხლის წვენი. მიირთვით თბილი
Print