Error
რუბრიკები
"ნაციონალების"მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია თანამდებობას 1 მაისიდან დატოვებს
ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თეიმურაზ ბასილაია საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, პირველ მაისს დაწერს. "ზუგდიდს #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აპრილის ბოლომდე ოფიციალურად დავრეგისტრირდები,"-განუცხადა რადიო"ათინათს"თეიმურაზ ბასილაიამ. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ, 12 აპრილს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეკრებაზე, მხარდამჭერებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად თეიმურაზ ბასილაია წარუდგინა.
Print