გამგეობის ინიციატივით 360 ბენეფიციარს სააღდგომო საჩუქრები დაურიგდა (ვიდეო)
20:47 / 17.04.2014
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 360-მდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და ომში მონაწილე ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა. სააღდგომო პასკა, კვერცხი, კარაქი, თაფლი და სხვა სასურსათო პროდუქტი გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებმა მერაბ ქვარაიამ და გურგენ სართანიამ გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსთან გოგი რევიასთან ერთად დაარიგეს.
მათ, ასევე პირადად გადასცეს სასაჩუქრე, 80 ლარიანი პაკეტი ზუგდიდის„სოცილურად დაუცველთა სასადილოს“ ბენეფიციარებსაც. სასადილოს მომსახურებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 200-მდე ადამიანი სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები