Error
რუბრიკები
ჯანდაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ზუგდიდიც უერთდება (ვიდეო)
მარათონი „ ჯანმრთელობა ყველასთვის“ ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდში ჩატარდა. ღონისძება მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის საქმეში და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ჯანმრთელობის დაცვის საკითხში . მარათონში, მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: გოგონებს შორის 1 ადგილი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბელა ჭკადუამ მოიპოვა , ხოლო ვაჟებს შორის- ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ჩხაპელიამ. ასოციაცია „დეა“ ჯანდაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს 7 დან 29 აპრილის ჩათვლით გამართავს.
Print