Error
რუბრიკები
1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას შეეზღუდება
1 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ  11:00 საათიდან 12:30 საათამდე  გამოირთვება 35/6 კილოვოლტის ქვესადგური “ზუგდიდი-4” გეგმიური მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1195 აბონენტს (ქალაქის ნაწილი ). 1 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ  11:00 საათიდან 14:00 საათამდე  გამოირთვება ქვესადგური “ხაბუმე”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 792 აბონენენტს(სოფელი ხაბუმე). სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.    
Print