ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თეიმურაზ ბასილაია შვებულებაში გავიდა
20:51 / 01.05.2014
ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თეიმურაზ ბაისილაიამ საკრებულოს აპარატის თანამდებობა დროებით დატოვა. მან კუთვნილ შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ბასიალაიას განმარტებით, საკრებულოს აპარატის უფროსის უფლებამოსილებას , დროებით, იურიდიული განყოფილების უფროსი ლალი ხარებავა შეასრულებს.
„ თბილისში, 8 მაისს „ნაციონალურ მოძრაობა“ გრანდიოზულ ყრილობას და პარტიის მერობის კანდიდატების პრეზენტაციას გამართავს. ალბათ, ამის შემდეგ დავიწყებ ამომრჩევლებთან შეხვედრებსდა ასევ ვთქვათ, ჩავერთვები ჩემს პოლიტიკურ ბატალიებში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თეიმურაზ ბასიალაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ, 12 აპრილს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეკრებაზე, მხარდამჭერებს ზუგდიდის მერობის კანდიდატად თეიმურაზ ბასილაია წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები