სამეგრელოს პოლიციამ ხამისკურში მომხდარ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა
17:13 / 02.05.2014
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ 29 აპრილს, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. სამივე დაკავებული ქალაქ ქუთაისის მკვიდრია. მათი დაკავებაც შესაბამისად ქუთაისში მოხდა. დაკავებულთაგან ორი -მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის ადრეც არის ნასამართლევი.
ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში, ცენტრალური მაგისტრალის ხობი-ზუგდიდის მონაკვეთზე სამმა უცნობმა პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კრედიტის“ კუთვნილი საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება სცადა, რასაც სროლა მოჰყვა. მანქანას თანხა კომპანია „ანკა ფაიარ თრეიდისთვის“ ზუგდიდში გადაჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები