ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობაში 200 მდე უცხოელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
15:18 / 11.05.2014
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ფარიკაობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო პირველობა გაიმართება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვა რეგიონის სპორტსმენებთან ერთად 200 მდე უცხოელი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში (ჭავჭავაძის გამზირი 49ა) საზეიმოდ გაიხსნება.
ფარიკაობის სამივე სახეობა (დაშნა, ხმალი, რაპირა) ჩატარდება და მასში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის (ვლადიკავკაზი) და ქუვეითის სპორტსმენებიც ჩაერთვებიან.
აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში ერთი შესარჩევი ჯგუფური ტურის სახით ჩატარდება. ჯგუფები იასპარეზებენ წრიული სისტემით, პირდაპირი გამოთიშვის ტურით რეპრემაზის გარეშე, გამარჯვებულის გამოვლენამდე.
მასალის გამოყენების პირობები