პრემიერი ღარიბაშვილი 17-18 მაისს ზუგდიდსა და ფოთს ეწვევა
14:25 / 12.05.2014
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდს 18 მაისს ეწვევა. პრემიერი ზუგდიდელ ამომრჩევლებს პირადად წარუდგენს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატსა და ქალაქისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
მანამდე, კი 17 მაისს, საქართველოს პრემიერი ქალაქ ფოთში ახალი თეატრის შენობას საზეიმოდ გახსნის. პრემიერთან ერთად ზუგდიდსა და ფოთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ცნობილი სახეებიც ეწვევიან.
მასალის გამოყენების პირობები