Error
რუბრიკები
ფოთში ავარია მსხვერპლით დასრულდა
მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-ფოთის ავტომაგისტრალზე, პატარა ფოთის მონაკვეთზე. "გოლფის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა. მგზავრებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები, ასევე საპატრულო პოლიცია. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.
Print