Error
რუბრიკები
ხაჭოს ხრაშუნა ნამცხვრები
 
  • ხაჭო 250 გ
  • შაქარი 250 გ
  • სოდა 1 ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი 9 ს.კ
  • რძე 7 ს.კ
  • კვერცხი 2
  • ფქვილი 600-700 გ
  • სხვადასხვა თხილეული 100 გ
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და ბოლოს დავამატოთ ფქვილი. მივიღებთ რბილ ცომს.ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სმ სისქეზე და გამოვჭრათ სხვადასხვა ფიგურები.
გამოვაცხოთ 175 გრადუსზე დაახლოებით 7 წუთი. თხილეული აუცილებელი არ არის, შეგვიძლია მის ნაცვლად ქიშმიში ან რაიმე ჩირი დავამატოთ.
Print