Error
რუბრიკები
„ბოლო ზარის“ კონცერტისთვის ზუგდიდის გამგეობამ 28 ათას ლარამდე გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, „ბოლო ზარის“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტისთვის 27 ათას 900 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზეიმო კონცერტზე 30-მდე ფოლკ-როკის და ალტერნატიული როკის სტილის მუსიკა, 3 საათის განმავლობაში,ცოცხლად უნდა შესრულდეს. სატენდერო წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწო და ის დღეს დასრულდება. საზეიმო კონცერტი კი 20 მაისს ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ამასთან, ზუგდიდის გამგეობა კურსდამთავრებულებს, საჩუქრის სახით, ბათუმსა და თბილისში ერთდღიან ექსკურსიას სთავაზობს.
Print