Error
რუბრიკები
“ნაციონალურმა მოძრაობამ” წალენჯიხის გამგებლად შოთიკო იზორია წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლად ,“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის  ყოფილი იურისტი შოთიკო იზორია წარადგინა. გამგებლის კანდიდატი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წალენჯიხაში გიგი უგულავამ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინეს. ცნობისათვის, შოთიკო იზორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში 9 წლის მანძილზე, მთავარი იურისტის პოსტს იკავებდა.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღეში იზორიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. შოთიკო იზორია ქალაქ ჯვარის მკვიდრია.
Print