Error
რუბრიკები
ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ზუგდიდში 19 მაისს ჩამოაბრძანებენ
საქართველოს საპატრიარქო ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 16 მაისს, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ახალქალაქში წააბრძანებენ. 17 მაისს ხატს ბათუმში დააბრძანებენ; 18 მაისს  - ფოთში; 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში; 20 მაისს - ხევსურეთში;  21 მაისს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.
Print