Error
რუბრიკები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ აღვადგენთ ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს (ვიდეო)
ჩვენ დაგპირდით და წელს ზუგდიდს, ამ ისტორიულ ქალაქს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მივანიჭეთ. ზუგდიდი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას!  ჩვენ აღვადგენთ ამ ქალაქის მშვენებას - ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის საუკუნენახევრიან ისტორიას ითვლის. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. მან „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით  წარადგინა. ამასთან, პრემიერმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და "ქართული ოცნების"  მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Print