Error
რუბრიკები
ივნისიდან აფხაზეთში ვორონეჟისა და სანქტ-პეტერბურგის მატარებლები ივლიან
ივნისიდან ოქტომბრამდე აფხაზეთში ვორონეჟსა და სანკტ-პეტერბურგიდან მატარებლები ივლის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს. „აფხაზეთის რკინიგზის" ხელმძღვანელის იგორ მარღანიას თქმით, მატარებელი „სანკტ-პეტერბურგი - სოხუმი" - 4 ივნისიდან ივლის ლუწ რიცხვებში, ხოლო „ვორონეჟი-სოხუმი" -5 ივნისიდან კენტ რიცხვებში. ამავდროულად სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი სოხუმი" ზაფხულის განრიგზე გადავიდა და ყოველდღე დადის. მატარებლებზე ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სოხუმი-მოსკოვი-სოხუმი" ბილეთის ფასი პლაცკარტულ ვაგონში 3 200 რუბლი, კუპეში 5 520 რუბლი. „სოხუმი -სანკტ-პეტეტერბურგი - სოხუმი": ფასი პლაცკარტულ ვაგონში 4 400 რუბლი, კუპეში 7 400 რუბლი. მგზავრობის განგრძლივობა 56 საათია. „სოხუმი-ვორონეჟი-სოხუმი": ფასი პლაცკარტულ ვაგონში 2 670 რუბლი, კუპეში 4 400 რუბლი. მგზავრობის ხანგრძლივობა 34 საათია.
Print