Error
რუბრიკები
Google მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა
ინტერნეტ-გიგანტი Google Inc. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა და კორპორაცია Apple უკან მოიტოვა. კომპანია უკანასკნელი სამი წლის უდავო ლიდერია, ნათქვამია 2014 წლის BrandZ Top 100 Most Valuable Global Brand-ის კველავში, რომელიც სააგენტო Millward Brown-მა მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო კომპანიის WPP-ს შეკვეთით ჩაატარა. ამჟამად, Google $158,8 მილიარდად შეფასდა, გასულ წელთან შედარებით მისი ღირებულება 40%-ით გაიზარდა. ამასთან Apple, გასულ წელთან შედარებით, 20%-ით გაიაფდა ($147,9 მილიარდი). მესამე ადგილს ისევ IBM იკავებს ($107,5 მილიარდი). რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შევიდნენ McDonald's, Coca-Cola, Visa, AT&T, Marlboro და Amazon.
Print