"ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი სოფლის მოსახლეობას ხვდება
18:24 / 22.05.2014
ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გელა თოლორაია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
გელა თოლორაია სოფლების: ორსანტიას, შამგონას და ახალაბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა და მათთან წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდება, "გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებთ სოფლებში გაიხსნას უფასო საცეკვაო და მუსიკალური ჯგუფები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას", -განაცხადა გელა თოლორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები