Error
რუბრიკები
შიმშილობის აქცია ფოთში
შიმშილობის აქცია ფოთში. ქალაქის ცენტრში პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას მსჯავრდებულ გურამ ლაშქარავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიმართეს. მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ლაშქარავა რამდენიმე თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გუშინ მას 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გურამ ლაშქარავას ახლობლები მის დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონობად აფასებენ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს რეაგირებას სთხოვენ. გურამ ლაშქარავას, სხვადასხვა დანაშაულის გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 19 წელი აქვს გატარებული.
Print