საფეხბურთო ფესტივალი მარტვილსა და მესხეთში
18:29 / 29.05.2014
მარტვილსა და მესხეთში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდება. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ტურნირის განრიგი წარმოადგინეს.
ღონისძიებაში საქართველოს რეგიონებიდან 100-ზე მეტი ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ტურნირზე მოწვეულნი არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
საფეხბურთო ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება. შეჯიბრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბების განვითარებაა.
მასალის გამოყენების პირობები