Error
რუბრიკები
ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს
ალექსანდრე ანქვაბს აფხაზეთი არ დაუტოვებია და ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს,- განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა სააგენტო “ლაიფ ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ანქვაბი არ აპირებს ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეთანხმოს და თანამდებობიდან გადააყენოს ლაკერბაია. ე.წ. პრემიერს უნდობლობა საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტმა გუშინ გამოუცხადა. თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა გადადგომისკენ ანქვაბსაც მოუწოდეს. დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს პოლიტიკოსების იმ ნაწილთან აგრძელებს, ვისაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის სხდომაში მონაწილეობ არ მიუღია. სოხუმში კი ეგრეთ წოდებული სახალხო ნდობის დროებითი საბჭო შეიქმნა, რომელშიც 21 პირი, მათ შორის რაულ ხაჯინბაა გაერთიანებული. სააგენტო “აფსნი პრესის” ცნობით, საბჭოს დაევალა აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობები შეითავსოს და შეუდგეს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ფუნქციების შესრულებას.
Print