Error
რუბრიკები
ლაკერბაია ანქვაბის გადადგომას არ ადასტურებს
აფხაზეთის დეფაქტო პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას დეფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შესახებ. ლაკერბაიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა, ეს ინფორმაცია არანაიარად არ დასტურდება და "ვისაც რა სურს, იმას ავრცელებს". დღეს აფხაურმა მედიამ ე.წ. აფხაზურ ოპოზიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შესახებ. ამ ინფორმაციას არც დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა ადასტურებს.
Print