Error
რუბრიკები
დევნილების ნაწილი ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შეხვდა (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში   ზუგდიდის მერობის კანდიდატები დევნილებს შეხვდნენ და მათ საარჩევნო პროგრამები  გააცნეს.  შეხვედრა, რომლის  ძირითადი მიზანი იყო დევნილების პოლიტიკური უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი ინფორმირებულობა , დევნილთა ქსელის  "სინერგია" და ორგანიზაციის „სამეგრელო - მედეა“ინიციატივით გაიმართა. დევნილებმა მერობის კანდიდატებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომელებიც, ძირითადად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და განსახლების პროცესს ეხებოდა. შეხვედრა  პროექტის „ დევნილთა გაძლიერება თანამშრომლობითა და ინფორმირებულობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს.
Print