მაშველებმა მარტვილის კანიონიდან ყველა მოსწავლე ამოიყვანეს
15:44 / 04.06.2014
3 ივნისს,სამაშველო ოპერაცია ჩატარდა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში. მდინარე აბაშის ადიდების გამო, კანიონში 17 მოსწავლე იყო ჩარჩენილი.
ბავშვები, მარტვილში ექსკურსიაზე რუსთავის ერთ-ერთი სკოლიდან იყვნენ.როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოსწავლეები კანიონს ათვალიერებდნენ, როდესაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა. სამაშველო ოპერაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ატარებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიას ინფორმაციით, ყველა მოსწავლე კანიონიდან გამოყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები