Error
რუბრიკები
თენგიზ გუნავა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან გავიდა
ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბიდან გავიდა. ის, სავარაუდოდ, მეტყევე-რეინჯერის დავით ცინდელიანი ოჯახის წევრებთან შესახვედრად წავიდა, რომლებიც საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციას მართვადნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა ცინდელიანის დედ-მამა თენგიზ გუნავას შესახვედრად წაიყვანეს. ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში აცხადბენენ, რომ თენგიზ გუნავა შტაბში არ იმყოფებოდა. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციას მართავენ გარდაცვლიილების, მეტყევე-რეინჯერის დავით ცინდელიანისა და თავდაცვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ შტაბში  შეჭრა არაერთხელ სცადეს, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
Print