ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება (ვიდეო)
21:14 / 25.06.2014
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად მზადყოფნაშია.
„ხვალ არის პირველი გამოცდა, სადაც 755 აბიტურიენტი მონაწილეობს. აგრეთვე, ხვალ ჩატარდება სამაგისტრო და პედაგოგების სასერთიფიკატო გამოცდები. საგამოსტო ცენრი გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას აცხადებს. ამ დროისთვის ყველა ტექნიკური სამუშაო ჩატარებულია “, - ამბობს ნანა ქირია.
მისვე განმარტებით, მიმდინარე წელს სულ 1 487 აბიტურიენტი და 1 600-ზე მეტი პედაგოგი აბარებს გამოცდბებს.
მასალის გამოყენების პირობები