ჯოან როულინგი ჰარი პოტერზე ახალ მოთხრობას დაწერს
16:09 / 10.07.2014
მწერალი ჯოან როულინგი, შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ჰარი პოტერის ისტორიას დაუბდრუნდა და უკვე გაზრდილ ჯადოქარზე, ახალი მოთხრობა დაწერა, Guardian.- ის ინფორმაციით, როულინგი საიტ Pottermore.com-ზე კორესპონდენტ რიტა სკიტერის სახელით, კვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატზე შენიშვნებს წერდა და მოთხრობა, სწორედ ამ ჩანაწერთა სერიის გაგრძელება იქნება. ინგლისელი მწერალი, ავტორია ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. დღესდღეობით ჰარი პოტერი ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები