Error
რუბრიკები
ფრანგული კრეპები
რეცეპტის ინგრედიენტები: • 2 კვერცხი • 1 ჭიქა რძე • 2/3 ჭიქა ფქვილი • 1 მწიკვი მარილი • 1 1/2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი  მომზადების წესი : 1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით. 2. გააცხელეთ ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი. მოასხით 1/4 ჭიქა თხევადი ცომი და ისე ამოძრავეთ, რომ გადანაწილდეს მთელ ზედაპირზე. აცხვეთ ორივე მხარე 2-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეოქროსფერდება. ეს ინგრედიენტები სამყოფია 8 ცალი კრეფის გამოსაცხობად.მოასხით მდნარი შოკოლადი, საყვარელი ხილი, ხილის ჯემი თუ მურაბა, გადაახვიეთ ვანილის ნაყინი ან უბრალოდ მოაყარეთ შაქარი და დატკბით! გემრიელად მიირთვით!
Print