Error
რუბრიკები
სალათი კიტრით და ბოლოკით
ინგრედიენტები კიტრი - 3 ცალი • ბოლოკი - 6 ცალი • მწვანე ხახვი - 1 კონა • ვაშლის ძმარი - 1 ჩ.კ • შაქარი - ნახევარი ჩ.კ • მარილი - გემოვნებით • არახისი - 2 ს.კ მომზადება კიტრის და ბოლოკის შეხამება არც ისე უჩვეულოა, მაგრამ ჩვენ ვკმაზავთ ხოლმე არაჟნით. მე კიდე მინდა შემოგთავაზოთ მომჟავო-მოტკბო შესაკმაზით და დაჭრილიარახისით. სალათი გამოდის მსუბუქი და ამასთანავე ნოყიერი. კიტრი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ბოლოკი დავჭრათ თხელ ნაჭრებად ჯამში ავურიოთ ორივე ბოსტნეული ერთმანეთს. შესაკაზმისთვის ვიღებთ: ვაშლის ძმარს,შაქარს, მარილს და დაჭრილ მწვანე ხახვს. ვამატებთ ყველაფერს დაჭრილ ბოსტნეულში და მოვურევთ. ზემოდან ვაყრით მოხალულ არახისს. გემრიელად მიირთვით!
Print