Error
რუბრიკები
Google Glass-ის შემქნელი სამუშაოდ Amazon-ში გადავიდა
ბაბაკ პარვიზი, რომელიც Google Glass-ის და სისხლში გლუკოზის დონის განმსაზღვრელი კონტაქტური ლინზების (Google Contact Lenses) შექმნის პროექტებს ხელმძღვანელობდა, Google-დან Amazon-ში გადავიდა სამუშაოდ. პარვიზმა ამის შესახებ Google+-ში, თავის გვერდზე დაწერა. „მე დავაფუძნე და ვხელმძღვანელობდი რამდენიმე პროექტს Google-ში, სანამ Amazon-ში გადავიდოდი, რათა სხვა რაღაცეებზე დავიწყო მუშაობა“, -დაწერა პარვიზმა. კონკრეტულად რითი დაკავდება პარვიზი Amazon-ში, არაა ცნობილი. ცოტა ხნის წინათ, Amazon-მა 3D-დისპლეის სმარტფონი გამოიტანა ბაზარზე და შესაძლებელია ახლა სხვა საყოფაცხორვრებო ელექტროტექნიკის პროექტებზე იწყებს მუშაობას.
Print