შაკირა Facebook-ის Like-ლიდერია
13:39 / 20.07.2014
შაკირა მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს მოსწონს!
დღეს გრემის მფლობელი კოლუმბიელი მომღერალი პირველი ადამიანი გახდა, რომელსაც Facebook-ზე 100 მილიონი მიმდევარი ჰყავს! 37 წლის შაკირა უკვე ეხმაურება თავის გულშემატკივრებს და მადლობას იხდის ამხელა საჩუქრისთვის:
ჩემთვის უდიდესი ჯილდოა და ვერც წარმომედგინა, ამ საფეხურს თუ მივაღწევდი. სოციალური მედია, განსაკუთრებით კი Facebook-ი, მეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც დაგვეხმარა, სცენასა და აუდიტორიას შორის არსებული ბარიერი დაგვერღვია და გულშემატკივართან უშუალო ურთიერთობა დაგვემყარებინა.როგორც ჩანს, მარკ ცუკერბერგიც კი შთაბეჭდილების ქვეშაა და მომღერალს სოციალურ ქსელში უწერს:
გილოცავ, შაკირა! რა არაჩვეულებრივი მიღწევაა შენნაირი არაჩვეულებრივი ადამიანისათვის!..ამ ფაქტის აღსანიშნავად, შაკირას გვერდზე აიტვირთა სპეციალური ვიდეო, რომელიც მომღერლის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ სა-Facebook-ო ისტორიას აღწერს. გარდა ამისა, შაკირამ გულშემატკივარსპირადადაც გადაუხადა მადლობა. ამ მომენტისათვის, მომღერლის Facebook-ის ოფიციალური გვერდი 100,328,830 ადამიანს აქვს მოწონებული.
მასალის გამოყენების პირობები