Error
რუბრიკები
კოპენჰაგენი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად აღიარეს
ბრიტანელმა ექსპერტებმა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად დანიის დედაქალაქი - კოპენჰაგენი აღიარეს. რეიტინგში მეორე ადგილზეა იაპონიის დედაქალაქი ტოკიო, მის შემდეგ კი ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქი და ვიქტორიას შტატის დედაქალაქი მელბურნი მოდის. ბრიტანული ჟურნალის Monocle-ის ცნობით, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ეკონომიკის განვითარება, საცხოვრებელი პირობები და კულტურული ცხოვრება, დანაშაულის დაბალი დონე და ტრანსპორტის ეფექტურობა. "კოპენჰაგენი ყველაზე საუკეთესო და კომფორტული აღმოჩნდა საცხოვრებლად სხვა დანარჩენ ქალაქებს შორის", - იუწყება გამოცემა. ათეულში ასევე მოხვდნენ სტოკჰოლმი, ჰელსინკი, ვენა, ციურიხი, მიუნხენი და იაპონიის კიდევ ორო ქალაქი - კიოტოში და ფუკუოკა.
Print