Error
რუბრიკები
ბრიტანეთში კიბერუსაფრთხოების მაგისტრებს გამოუშვებენ
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კავშირის ცენტრმა(GCHQ), 6 უნივერსიტეტს მისცა აკრედიტაცია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კიბერუსაფრთხოების და მონაცემების უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტები მოამზადონ. საუბარია ამ სპეციალობებში მაგისტრის ხარისხის დიპლომის გაცემაზე. აკრედიტებული უნივერსიტებების სიაში შევიდნენ: ოქსფორდის, ლანკასტერის, ლონდონის და ედინბურგის უნივერსიტეტები. ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ფრენსის მოდმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება, ბრიტანეთის მთავრობის ეკონომიკური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მოდის განმარტებით, კიბერკურსები, დიდ ბრიტანეთს, მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად გადააქცევს ონლაინ-ბიზნესისთვის.
Print