Error
რუბრიკები
უფქვილო დესერტი ხაჭოთი და ქიშმიშით
ინგრედიენტები: ხაჭო 500 გ კარაქი 2-3 ს.კ კვერცხი 2 მანანის ბურღული 1 მუჭა არაჟანი 4 ს.კ შაქარი 50 გ ან გემოვნებით მარილი ვანილი ქიშმიში 100-150 გ მომზადების წესი: კარაქი გავადნოთ, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ხაჭოც. შვურიოთ ერთმანეთს ხაჭო და კვერცხი, დავამატოთ მანანის ბურღული, არაჟნისა და კარაქის 2/3, შევურიოთ ქიშმიში, მარილი და ვანილიც.მასა გადავიტანოთ ფორმაში (უმჯობესია სილიკონის) და კარგად გადავანაწილოთ, ზემოდან გადავუსვათ დარჩენილი არაჟანი და მოვასხათ კარაქი. თავზე შეგვიძლია ფოლგა დავაფაროთ და გამოვაცხოთ 160-180 გრადუსზე, 20-30 წუთი.
Print