აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების საოხად წირვა აღევლინა
20:10 / 08.08.2014
დღეს კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების საოხად წირვა აღავლინა და პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც მრევლთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დაესწრო.
მოგვიანებით მერაბ ქვარაიამ და ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ქალაქის ცენტრში გამოფენილი აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები