Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი გოგონა გახდა
14:16 / 09.08.2014
ქართველის სტუდენტი ანა ახვლედიანი იტალიური მოდის სახლის Dolce&Gabbana–ს რჩეული გახდა. ბუნებრივი სილამაზის გოგონა კასტინგის საშუალებით, 500 კანდიდატს შორის აარჩიეს. ამის შესახებ newsgeorgia.ru წერს.
ანამ უკვე მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში, რამდენიმე ფოტო სექტემბერში გამოქვეყნდება.
"ანას აქვს ყველა მონაცემი იმისა, რომ ბრენდის სახე გახდეს. სექტემბერში მოდელი ლონდონში, პარიზსა და მილანში გაემგზავრება, სადაც მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას",– ამის შესახებ ქართველი მოდელის ასისტენტმა გიორგი პაპიძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მილანში მისი წარმატება პირველია, 18 წლის ანას სამოდელო გამოცდილება არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები