Error
რუბრიკები
არაქისის კარაქის ქაფქეიქები
ინგრედიენტები: 1 მთელი 3/4 ჭიქა ფქვილი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა 1/2 ჭიქა კარაქი, დარბილებული 1/2 ჭიქა შაქარი 1/2 ჭიქა არაქისის კარაქი 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი 1 ცალი კვერცხი 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 2 სუფრის კოვზი რძე პირველი ეტაპი: გააცხელეთ ღუმელი 190C (375F) გრადუსამდე. ერთად გაცერით ფქვილი, მარილი და სოდა. მეორე ეტაპი: გათქვიფეთ კარაქი, შაქარი, არაქისის კარაქი და ყავისფერი შაქარი კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი, ვანილი და რძე. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კარგად შეურიეთ. მიღებული ცომისგან გააკეთეთ 40-მდე ბურთულა და მოათავსეთ უცხიმო მინი-მაფინების ფორმებში. მესამე ეტაპი: აცხვეთ 190C (375F) გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან, სურვილისამებრ ზემოდან დაადეთ ყოველ ქაფქეიქს შოკოლადის ნატეხი და თითის მსუბუქად დაჭერით მოათავსეთ ისინი ნამცხვრებში. შემდეგ აცალეთ კარგად გაცივება და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
Print