რუბრიკები
MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების გამარჯვებულები
მუსიკალური ინდუსტიის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული დაჯილდოვება MTV Video Music Awards გუშინ ჩატარდა და მაყურებელსა და მსმენელს ბევრი სურპრიზი მოუწყო. რაც მთავარია, დასახელდნენ გამარჯვებულებიც. გთავაზობთ მათ სიას: წლის ვიდეო: მაილი საირუსი – “Wrecking Ball” წლის ჰიპ-ჰოპ ვიდეო: დრეიკი და მეიჯიდ ჯორდანი – “Hold On (We’re Going Home)” საუკეთესო ვიდეო მამაკაცი შემსრულებლის მონაწილეობით: ედ შირანი და რიანა – “The Monster” საუკეთესო ვიდეო ქალი შემსრულებლის მონაწილეობით: კეიტი პერი და ჯუსი ჯეი – “Dark Horse” საუკეთესო პოპვიდეო: არიანა გრანდე და იგი აზალეა – “Problem” საუკეთესო როკვიდეო: ლორდი – “Royals” საუკეთესო ლირიკვიდეო: 5 Seconds of Summer – “Don’t Stop” გარდა ამისა, დასახელდა სპეციალური ჯილდოს, Michael Jackson Video Vanguard Award-ის მფლობელი, რომელიც აბსოლუტურად დამსახურებულად გახდა ბიონსე.
Print