რუბრიკები
ქათმის სალათი ბულგარულით
ინგრედიენტები: 200 გრამი ქათმის ფილე 3 ცალი ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე და ყვითელი) 150 გრამი მაიონეზი მარილი პილპილი კამა მომზადების წესი მოვხარშოთ ფილე და გავჩეჩოთ. ბულგარულები დავჭრათ გრძლად და წვრილად. მარილი, პილპილი გემოვნებით მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი და მოვურიოთ. მაგიდასთან მიტანისას ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!
Print