Sony დუბაიში მაღაზიას ზღვის ფსკერზე ხსნის
08:38 / 30.10.2014
Sony დუბაიში უჩვეულო მაღაზიის გახსნას აპირებს. ამ მაღაზიის თაროებზე წყალგაუმტარი სმარტფონების და პლანშეტების, Xperia-ს ნახვა იქნება შესაძლებელი, ხოლო თავად თაროები ზღვის ფსკერზე, 4 მეტრის სიღრმეზე იქნება განლაგებული.
მყიდველები მაღაზია Xperia Aquatech Store-ში მოხვედრას გამოცდილი მყვინთავების დახმარებით შეძლებენ. ამასთან, კლიენტებს არ მოუწევთ აკვალანგის ჩაცმა - ისინი მაღაზიაში ჩვეულებრივად ისუნთქებენ.
მაღაზია ამ წლის 3 დეკემბერს უნდა გაიხსნას.
მასალის გამოყენების პირობები