ზუგდიდში გურამიშვილის ჩიხის სანიაღვრე არხი გაიწმინდა
16:36 / 12.01.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა, გურამიშვილის ჩიხში არსებული დახურული სანიაღვრე არხის გაწმენდა განახორციელა.
ასევე 50 მეტრზე ალტერნატიული, ღია სანიაღვრე არხი მოეწყო, რომელიც ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს მიუერთდა.
ზუგდიდში გურამიშვილის ჩიხში მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის კარ-მიდამო, წლების მანძილზე, გაუმართავი სანიაღვრე არხის გამო, მცირე ნალექის შემთხვევაშიც იტბორებოდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, სანიაღვრე არხების მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები