გამოქვეყნდა პირველი პრომო-ვიდეო კომედიისა “დები”
08:53 / 13.01.2015
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის დროს Universal-მა ტელევიზიით ახალი კომედიის პირველი პრომო-ვიდეო გაუშვა. “დები” – ასე ჰქვია სურათს, რომელშიც მთავარ როლებს ტინა ფეი და ემი პოელერი ასრულებენ. ვიდეორგოლი მილიონობით ადამიანმა ნახა, რაც პრომოკამპანიის ნამდვილად კარგი დასაწყისია. მიუხედავად იმისა, რომ ტიზერი მხოლოდ 20-წამიანია, ყველანი დარწმუნდებით, რომ ეს პროდუქტიული და ეფექტური ოცი წამია და ბევრ ორწუთიან ტრეილერსაც სჯობს.
მასალის გამოყენების პირობები