დემის რუსო გარდაიცვალა
09:33 / 27.01.2015
ბერძენი მომღერალი დემის რუსო 68 წლის ასაკში გარდაიცვალა! ამ სამწუხარო ამბის შესახებ მისმა ქალიშვილმა და ჟურნალისტმაც ისაუბრეს…
დემის რუსოს 60 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ის ყველაზე მეტად 70-80-იანი წლების ჰიტებითაა ცნობილი. გარდა ამისა, იყო ჯგუფის “Aphrodite’s Child” წევრი.
მომღერალი 1946 წელს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა. სწორედ იქ, 17 წლის ასაკში, დემის რუსომ პირველი სიმღერა ჩაწერა და ბენდ The Idols-ს შეუერთდა. თავდაპირველი წარმატება “Aphrodite’s Child”-მა მოუტანა. მოგვიანებით კი მსოფლიო სოლო კარიერით დაიპყრო.
მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი და არაცნობილი წარმომადგენლები ინტერნეტსივრცეში უკვე გამოთქვამენ მწუხარებას. ოფიციალური პანაშვიდი 30 იანვარსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები