თემურ ნადარაია : მხოლოდ მილიციის ძალებით რთულია გალში სიტუაციის გამოსწორება
14:44 / 06.02.2015
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია თვლის, რომ რეგიონში წესრიგის დასამყარებლად და გალის რაიონში კრიმინოგენული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, მხოლოდ სამართალდამცველი სტრუქტურების ძალისხმევა არაა საკმარისი - საჭიროა ეკონიმიკის დონის ამაღლება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ნადარაიამ აღნიშნა, რომ დანაშულთან ბრძოლამ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზნად დაისახა გალში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ჩატარებული სამუშაოს შედეგი უკვე სახეზეა. უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულების რიცხვი რაიონში მცირდება“. მისი თქმით , ბოლო სამი თვის განმავლობაში 18 დამნაშავიდან, 12 - დაკავებულია .
მასალის გამოყენების პირობები