ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ
09:15 / 16.02.2015
ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. მთავარი ჯილდო- „ოქროს დათვი“ ირანელი რეჟისორის ჯაფარა პანახის ფილმმა „ტაქსი“ მიიღო. პაბლო ლარაინის სურათს „კლუბი“ კი „ვერცხლის დათვი“ ერგო.
საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო დამდგმელებმა რადუ ჟუდემ ფილმისთვის „ბრავო!“ და მალგოჟატა შუმოვსკამ სურათისთვის „სხეული“ გაინაწილეს. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისთვის ფირში „45“ მთავარი როლის შემსრულებლებმა შარლოტა რემპლინგმა და ტომ კორტნიმ მიიღეს.
სურათის „ელექტრო ღრუბლების ქვეშ“ დამდგმელმა ოპერატორებმა სერგეი მიხულჩუკმა და ევგენი პრივინმა პრემია „საუცხოო შემოქმედებითი გადაწყვეტილებისთვის“ მიიღეს. ეს რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის ერთობლივი პროექტია, რომელშიც ქართველი მერაბ ნინიძეც თამაშობდა.
საპატიო „ოქროს დათვი“ მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის გერმანელ რეჟისორს ვიმ ვენდერსს ერგო.
შეგახსენებთ, რომ ბერლინის საიუბილეო, 65-ე კინოფესტივალის ჟიურის სათავეში რეჟისორი დარენ აროფონსკი იდგა. ბერლინალე 2015 წლის 5 თებერვლიდან 15 თებერვლამდე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები