პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები ანაკლიაში იმყოფებოდნენ (ვიდეო)
13:19 / 04.03.2015
„ანაკლია დეველოპმენთ კონსორციუმის“ წარმომადგენლები მომავალი პორტის მდებარეობას ადგილზე გაეცნენ.
პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა დავით ჯავახაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს.
კონსორციუმი რამდენიმე კომპანიას აერთიანებს,რომელთა შორის არიან ამერიკული „კონტი ჯგუფი“ და „თი ბი სი ჰოლდინგი". ანაკლიის პორტის მშენებლობაში დაინტერესბული 7 კომპანია პორტის პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებს მთავრობას მიმდინარე წლის 16 აპრილს წარუდგენს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამავე წლის სექტემბერში გამოვლინდება, ხოლო პროექტის განხორციელება - მომავალ წელს დაიწყება. პორტის გარდა, ანაკლიაში ლოჯისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება და საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

მასალის გამოყენების პირობები