ეშტონ კატჩერი ელექტრონიკას ყიდის
08:42 / 30.03.2015
ეშტონ კატჩერი კომპიუტერულ მარკა Lenovo-სთან თანამშრომლობას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ბრენდის იუმორისტულ სარეკლამო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ის სიდნეის ერთ-ერთ მაღაზიაში ელექტრონიკის გამყიდველი გახდა.
ახალი სახით ეშტონმა თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცა. მან მოიგონა რთულად გამოსათქმელი სახელები, მაღაზიის შუაში დადგა იმპროვიზირებული საწოლი, აკოცა ასაკოვან ქალს პირდაპირ ტუჩებში და გაერთო ყველანაირად, როგორც მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები