ზუგდიდში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)
14:33 / 23.04.2015
წიგნის საერთაშორისო დღესა და საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამართული აქცია განათლებისა და განვითარების ცენტრის "აკადემუსი", ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის წიგნები საჩუქრად გადაეცათ.
23 აპრილი წიგნის დღედ პირველად ესპანელმა წიგნით მოვაჭრეებმა 1923 წელს აღნიშნეს და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს – 23 აპრილს – დაუკავშირეს. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები